ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 3 октября 2009 г.

გარდაიცვალა ფეროზ ქჰანი

გარდაიცვალა ბოლივუდის გამოჩენილი მსახიობი, პროდიუსერი და რაჟისორი ფეროზ ქჰანი. 25 სექტემბერს მას 70 წელი შეუსრულდებოდა. ფეროზ ქჰანი გადაღებულია 57 ფილმში, როგორც პროდიუსერმა შექმნა 9 სურათი და როგორც რეჟისორმა გადაიღო 8 ფილმი. ის იყო აღმასრულებელი პროდიუსერი საბჭოთა ინდური ფილმისა "შავი უფლისწული" ფეროზ ქჰანი დაიბადა 25 სექტემბერს ბანგალორში. მას კიდევ სამი ძმა ჰყავს: სანჯაი, აკბარი და სამირი. სანჯაი და აკბარი მსახიობებია, ხოლო სამირი კინომეწარმე. სანჯაის შვილებია, ცნობილი ზაიედ ქჰანი და სუზანა ქჰანი, რომელიც ცოლად გაჰყვა რიტიკ როშანს.

ფეროზ ქჰანის სამსახიობო დებიუტი შედგა 1960 წელს, ფილმში «Didi». ჩვენს გაქირავებაში ფეროზ ქჰანის ფილმებიდან მხოლოდ ერთი ფილმი იყო: «Любовь в Кашмире / Arzoo» (1965). ფილმი «Крёстный отец» («Dharmatma», 1975), თუმცა არ ყოფილა საბჭოთა გაქირავებაში, მაგრამ გამოვიდა ვიდეოკასეტებზე და არაერთჯერადად იყო ნაჩვენები ტელეარხზე "Индия-ТВ". ამ ფილმში ფეროზ ქჰანი წარმოგვიდგება როგორც მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი.

1965 წელს ფეროზ ქჰანი დაქორწინდა დიზაინერ სუნდარიზე. მათ ერთად იცხოვრეს 20 წელი და 1985 წელს დაშორდნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ, ლეილა და ცნობილი ფარდინ ქჰანი, რომელიც ახლახან დაქორწინდა ნატაშა მადჰვანიზე, წარსულში ცნობილი მსახიობის მუმთაზის ქალიშვილზე.

ფეროზ ქჰანის ბოლო გამოჩენა ეკრანზე იყო, მაფიის მეთაურის როლი, კომედიაში «Добро пожаловать / Welcome». მან ორჯერ მიიღო პრესტიჟული კინოჯილდო «Filmfare Award», მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში «Испытание дружбы / Aadmi Aur Insaan» (1971) და ინდური კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის 2001 წელს. ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო უარყოფითი როლისათვის ფილმში «Владелец клуба «Ангара» / Janasheen» (2004).

ბოლო წლებში ის ებრძოდა მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას და იტარებდა ინტენსიურ მკურნალობის კურსებს. ექიმები ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ, თუმცა დაავადება ძლიერი აღმოჩნდა...

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails