ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

воскресенье, 11 октября 2009 г.

ინდური კინოს მოყვარულთათვის დაუვიწყარი დღე კინოთეატრ "საქართველოში"

11 ოქტომბერი გარდა იმისა რომ ბოლივუდის ლეგენდის ამიტაბჰ ბაჩანის დაბადების დღეა, დღეს კიდევ იმით იყო აღსანიშნავი თბილისელი ინდური კინოს მოყვარულთათვის რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა ინდური ფილმების ჩვენება და კინოთეატრ "ახმეტელის" შემდეგ ბოლივუდის მოყვარულებს დღეიდან კინოთეატრი "საქართველო" უმასპინძლებს.
კინოთეატრში მოსულ უამრავ ადამიანს ფილმ "ნიუ-იორკი"-ს პრემიერის გარდა სხვა სიურპრიზებიც ელოდათ. კინოთეატრის შესასვლელში ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული უამრავი ნახატი იყო გამოფენილი. თემა რათქმაუნდა ინდოეთი და ბოლივუდის მეფე...

კინოთეატრის ლამაზ ინტერიერში შეკრებილ, ერთმანეთს მონატრებულ ადამიანებს უზომოდ დიდი სიხარული და ბედნიერება ჰქონდათ სახეებზე და ასეთივე განწყობას გადასცემდნენ ერთმანეთს.
მთავარი სიურპრიზი კი ჯერ კიდევ წინ იყო. სეანსის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მაყურებელს ინდური რესტორან "მაჰარაჯა"-ს მიერ შემოთავაზებული გემრიელი ინდური კერძებით გაუმასპინძლდნენ.
თბილისელი ინდური კინოს მოყვარულთათვის გადაჭედილი დარბაზი და ფეხზე მდგომი მაყურებელი უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა ამდენი ხნის პაუზის შემდეგ ასეთი ანშლაგი ნამდვილად სასიხარულო იყო. უნდა აღინიშნოს რომ ბოლო წუთებში უკვე ბილეთები აღარ იყო და სამწუხაროდ მაყურებლის ერთი ნაწილი უბილეთოდ დარჩა. შემდგომში ალბათ ყველა ინდური კინოს მოყვარული გაითვალისწინებს ამას და შეეცდება თადარიგი ადრიანად დაიჭიროს, მითუმეტეს როცა ბილეთები წინასწარ იყიდება მაღაზია "პლანეტა ბოლივუდში" და შემდეგი კვირისათვის კიდევ უფრო საინტერესო ფილმის "არაჩვეულებრივი სიყვარული"-ს პრემიერაა დაგეგმილი.
ეს ფილმი კიდევ უფრო მოეწონებათ მათ, ვისაც სიყვარულის ლამაზი ისტორიების ნახვა ურჩევნიათ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს. გამოგიტყდებით და მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი...
ფილმის დაწყებამდე მაყურებელს მიესალმა ბ-ნ დათო ბეჟიტაშვილი და დაპირდა რომ კინოთეატრი ყოველ კვირას ახალ პრემიერას შესთავაზებს თავის მაყურებელს.
თანამედროვე ინდურმა ფილმმა, ყველასათვის საყვარელი ვარსკვლავების მონაწილეობით, რათქმაუნდა გულგრილი არავინ დატოვა...
დარწმუნებული ვარ ის ამაღლებული განწყობა რაც დღევანდელმა საღამომ აჩუქა ინდური კინოს მოყვარულებს არასოდეს დაავიწყდებათ მათ ამოტომ მათი სახელით უდიდესი მადლობა ამ დღის ორგანიზატორებს და განსაკუთრებით ბ-ნ დათო ბეჟიტაშვილს.

2 комментария:

rumirumi71 комментирует...

ნინო, მართლა კარგი დრო გავატარე და ფილმიც მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ინდურ ჟანრში არ იყო გადაღებული. სამაგიეროდ კარგი საყურებელი იყო და კარგი მსახიობებიც მონაწილეობდნენ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ჩემი მხრიდან კი განსაკუთრებული მადლობა შენ :) სხვათაშორის ხალხს აინტერესებს, მომავალში მაყურებლებისთვის რა სიურპრიზებს შეიძლება ველოდეთო :)

Unknown комментирует...

სიურპრიზები როგორც კინოთეატრ ახმეტელს სჩვეოდა, არც აქ მოაკლდება მაყურებელს დარწმუნებული ვარ...
თუმცა ყველაზე დიდი სიურპრიზი მაინც იმ ადამიანების გარემოცვაში მოხვედრაა ვისაც იცი რომ შენსავით უყვარს ეს სამყარო...
მე პირადად ამისი დიდი დეფიციტი მაქვს...
და საუკეთესო ინდური ფილმების პრემიერები...
რაც სეეხება დამატებით სიურპრიზებს როგორც კი დაიგეგმება რაიმე მაშინვე დაიწერება ჯგუფებშიც და ბლოგზეც...

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails