ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 20 октября 2009 г.

ჩვენი საყვარელი მსახიობების შესახებ

შაში კაპური - მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი
ნამდვილი სახელი - ბალბირ რაჯ კაპური
დაბადებული - 18 მარტი, 1938 წ
მეუღლე - ჯენიფერ კენდალი (გარდაიცვალა)
შვილები: კუნალი და კარანი და ქალიშვილი სანჯანა
ცნობილი მსახიობის პრითვირაჯ კაპურის შვილი და ლეგენდარული რაჯ კაპურის ძმა.
ის ბავშვობიდან ხელოვნების სამყაროში ცხოვრობდა. მან გაიარა იგივე გზა რაც მისმა მამამ და ძმებმა, რაჯიმ და შამიმ - თეატრის სცენიდან - კინომდე.
ის 7 წლის იყო, როცა პირველად გამოვიდა მამის მიერ დაარსებული "პრითვი-თეატრი"-ს სცენაზე, რომელსაც მამამისივე ხელმძღვანელობდა. ბავშვობაში მან ითამაშა რამდენიმე მოზარდის როლი ფილმებში, ერთ-ერთი იყო რაჯ კაპურის "AWAARA"("Бродяга", 1951). შემდეგ ის 10 წლით წავიდა კინოდან. ცხადია თავად არ თვლიდა ამ ბავშვურ როლებს სერიოზულ ნამუშევრად და ერჩივნა კლასიკური რეპერტუარის როლები "პრითვი-თეატრში".
1956 წელს შაშიმ გაიცნო ინგლისური თეატრალური ჯგუფის მსახიობი ჯენიფერ კენდალი და ორ წელიწადში დაქორწინდა მასზე.
როდესაც კინოში დაბრუნდა, ის იყო ცნობილი როგორც პრითვირაჯის შვილი და რაჯის ძმა, გარდა ამისა კარგი გარეგნობის ახალგაზრდა, თუმცა მას დიდი დრო დასჭირდა ეჩვენებინა რომ ის იყო შაში კაპური, მსახიობი, რომელსაც არ აღიქვამდნენ სერიოზულად მხოლოდ იმიტომ რომ ის ერთ-ერთი კაპური იყო.
პირველი რამდენიმე ფილმი მართლაც არ იქნა მიღებული სერიოზულად, თითქოსდა მას მომავალი არ ჰქონდა, თუმცა მისი მეუღლე ჯენიფერი დაჟინებით თხოვდა რომ გაეგრძელებინა მუშაობა.
ასე გაგრძელდა ფილმამდე -"Jab Jab Phool Khile". ამ ფილმს დიდი წარმატება მოჰყვა და მას შემდეგ შაში არ შეჩერებულა. იყო დრო როცა მას ერთი დღის განმავლობაში 7 ფილმში იღებდნენ. ის გადადიოდა სტუდიიდან სტუდიაში და აღარაფერზე რჩებოდა დრო, გონებაში მხოლოდ სამუშაო ჰქონდა და ფული რომელიც მდინარესავით მოედინებოდა. იღებდა სხვადასხვა მსახიობებთან ერთად და ძირითადად თამაშობდა შეყვარებულ ახალგაზრდებს. მაგრამ ასეთი სამუშაო რითმი დიდხანს არ გაგრძელებულა. მას უკვე აღარ შეეძლო ასეთი ტემპით მუშაობა და ეს მის ჯანმრთელობაზეც აისახა.
70-ან წლებში შაშიმ დააარსა საკუთარი კინოკომპანია "FILMVALAS" და ფილმების პროდიუსირებით დასაქმდა.

სამწუხაროდ მისი რეჟისორული დებიუტი, საბჭოთა ინდური ფილმი: "AJOOBA" ("Чудо", ჩვენს გაქირავებაში "შავი უფლისწული აჯუბა")
არ გამოდგა წარმატებული.
მიუხედავად ამისა შაშის არ მიუტოვებია კინოში მუშაობა და გადავიდა სახასიათო როლებზე. ბოლო პერიოდში ის მეტ ყურადღებას უთმობს მათ მიერ შექმნილ "პრითვი-თეატრს", რომელიც თავად პრითვირაჯის მიერ იქნა დახურული 60-ანი წლების დასაწყისში.
შაშიმ განაახლა ის 1975 წელს, თუმცა თეატრს უძღვებოდა ჯენიფერი, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ შაშის უფროსი ვაჟი, კუნალი.
შაში ყოველთვის განსხვავდებოდა დანარჩენი კაპურებისგან, თითქოს მოწყვეტილი იყო თავის კლანს. ეხებოდა ეს მის ინგლისელ მეუღლეს, მის ცხოვრების სტილს, მის არავარსკვლავურ ცხოვრებას, თითქოსდა ის გამოძერწილი იყო სხვა მასალისგან.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

ფანტასტიური ბიოგრაფიაა..ნინო მართალი ხარ ანილ კაპური მართლაც უბერებელია.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails