ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 20 октября 2009 г.

ისინი ჩვენი საყვარელი მსახიობების შვილები არიან

სონამ კაპური - უბერებელი ანილ კაპურის ქალიშვილი
სონამ კაპური დაიბადა 1985 წლის 9 ივნისს ცნობილი კინომსახიობის ანილ კაპურის და მისი მეუღლის, ყოფილი მოდელის, სუნიტა კაპურის ოჯახში.
მისი ბიძებია ცნობილი მსახიობი სანჯაი კაპური და ბონი კაპური, ცნობილი პროდიუსერი.
სონამს ჰყავს უმცროსი და რეია და ძმა ჰარშვარდჰანი.
მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია რანი მუქერჯი, ხოლო ბავშვობის მეგობარია რანბირ კაპური, რომელთანაც სიამოვნებით თამაშობს ხოლმე კალათბურთს...
ის არ წარმოადგენს მორცხვ ნატურას და ბავშვობიდანვე შეჩვეულია კინოს ატმოსფეროს. ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე და სტუდენტობისას მონაწილეობას იღებდა სპექტაკლებში. მან კარგად შეისწავლა ცეკვა და გაემგზავრა სინგაპურში თეატრალური ხელოვნების შესასწავლად. დაბრუნებულმა რეჟისორ სანჯაი ლილა ბჰანსალის სთხოვა ასისტენტობა ფილმ "Black" გადაღებისას და შიგნიდან დაინახა კინოგადაღების პროცესი. იმ პერიოდში სონამი მსუქანი იყო, მაგრამ ბჰანსალის შეთავაზებამ, მის ახალ პროექტში "Saawariya", ეთამაშა მთავარი როლი, სონამი აიძულა მკაცრად დამდგარიყო დიეტაზე დედის დახმარებით და საკმაოდ დიდი წონაც დააგდო დიდი შრომის ფასად.
მას ბავშვობიდან ძალიან უყვარს კითხვა, ხატავს და შესანიშნავი მწერალიცაა. სონამი მამასთან ერთად

1 комментарий:

Анонимный комментирует...

მართლაც დაუბერებელია ანილ კაპური... გეთანხმები ნინო.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails