ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 8 октября 2009 г.

ამიტაბჰ ბაჩანი მიირთმევს კანფეტებს და ჭირვეულობს



ძალიან ძნელია 66 წლის ასაკში ითამაშო 12 წლის ბიჭის როლი, მაგრამ ბოლივუდის სუპერვარსკვლავმა ამიტაბჰ ბაჩანმა ამასაც შესანიშნავად გაართვა თავი. რეჟისორ ბალაკრიშნანის ფილმს "Paa", ყველა მოუთმენლად ელოდება.
მასში ბევრი რამ არის სენსაციური. მაგ: ფოტოზე გამოსახული გაურკვეველი ასაკის მელოტი ადამიანი, გაგიკვირდებათ, მაგრამ ამიტაბჰ ბაჩანია, რომელიც გენეტიკურად დაავადებულ ბავშვს თამაშობს და ყველაზე საინტერესო ის არის რომ მამის როლს აბიშეკ ბაჩანი ასრულებს. დედის როლში ვიდია ბალანს იხილავთ.
როგორც ვიდია ბალანმა განაცხადა, ასრულდა მისი ოცნება, ეთამაშა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც, მამა-შვილი ბაჩანებია.
ამიტაბჰ ბაჩანის მაკიაჟისათვის დასჭირდათ მთელი თანამედროვე საშუალებების გამოყენება და ამიტაბჰი გამოიყურება როგორც მცირეწლოვანი სკოლის მოსწავლე.
არა მარტო მაკიაჟი არამედ მსახიობის მანერებიც მკვეთრად შეიცვალა. ის ისე ჩაუღრმავდა თავისი გმირის ხასიათს, რომ თითონაც მოუსვენარ ბავშვად გადაიქცა. ფილმის სიუჟეტით მას უწევს ბევრი კანფეტების ჭამა და მსახიობიც სიამოვნებით მიირთმევს შოკოლადებს, მაშინაც კი როცა კამერა გამორთულია. ბოლივუდის ყველაზე ცნობილი მსახიობი ისე გარდაისახა, რომ მისი ცნობა ძნელია.
ძირითადი დეტალები ფილმისა მკაცრად გასაიდუმლოებულია, ასე რომ მოგვიწევს პრემიერამდე დაცდა. ფილმი წლის ბოლომდე გამოვა გაქირავებაში.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails