ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

суббота, 3 октября 2009 г.

გოვინდა ეძებს რეჟისორს თავისი ქალიშვილის დებიუტისათვის

ნარმადა, გოვინდას ქალიშვილი შეუერთდა იმ მსახიობების სიას, რომლებიც დაუსრულებლად ელოდებიან თავიანთ სადებიუტო ფილმს. თუმცა მისი მოლოდინი დროში გაიწელა რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველ რიგში ასე მოხდა იმიტომ რომ ყველა რეჟისორი რომელიც გოვინდამ აირჩია (დევიდ დჰავანი, ნიქჰილ ადვანი) დაკავებულები იყვნენ და ვერ დაიწყებდნენ მუშაობას ახალ პროექტზე.
თავად გოვინდამ განაცხადა რომ მას ახლა არ შეუძლია დაუთმოს დრო ნარმადას რადგან თავად მას კარიერაში "პიკის საათი" აქვს. თუმცა დებიუტი აუცილებლად შედგება, -განაცხადა მან. თუმცა ჯერ არცერთ რეჟისორს თანხმობა არ მიუცია.
გოვინდას სურდა დევიდის მოწვევა, მაგრამ მისი გრაფიკი 2010 წლამდეა გაწერილი, და რადგან ნარმადას დებიუტს არ შეუძლია ამდენ ხანს ლოდინი, გოვინდა რომელიც ორ პროექტზე მუშაობს ამ რეჟისორთან, ცდილობს დაარწმუნოს დევიდი რომ გამონახოს დრო.
ნარმადამ ახლახან დაამთავრა თავისი პირველი ფოტოსესია.

ქალიშვილის ფოტოების კომენტირებისას გოვინდამ განაცხადა: "მადლობა ღმერთს მსოფლიომ დაინახა რა მშვენიერია ჩემი ქალიშვილი. ნარმადა ახლა სწავლობს კინოს შექმნის სხვადასხვა ასპექტებს, და ჩემგან განსხვავებით ის არ იქნება გულუბრყვილო დებიუტანტი, რომელმაც არ იცის როგორ დადგეს კამერის წინ.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails