ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 19 октября 2009 г.

მუგდა გოდსე მოსკოვში

მომხიბვლელმა მოდელმა და მსახიობმა მუგდა გოდსემ, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა, კინოფესტივალის ჩარჩოებში, მიიღო პრიზი "საუკეთესო კინოდებიუტი-2009", ფილმისათვის «Мода / Fashion». მას სურს კიდევ სამი ფილმი წარუდგინოს მაყურებელს. ოქტომბერში ეკრანებზე გამოდის რეჟისორ როჰიტ შეტის კომედია «All the Best: Fun Begins», რომელშიც სანჯაი დატი, აჯაი დევგანი და ბიპაშა ბასუ მონაწილეობენ.
ნოემბერში დანიშნულია პრემიერა რეჟისორ მადჰურ ბჰანდარკარის ფილმისა «Тюрьма / Jail», სადაც ის წარსდგება მაყურებლის წინაშე მაკიაჟის გარეშე.
ის თამაშობს გოგონას, რომელიც გარემოებათა გამო მოხვდა ციხეში.
დიდი ინტერესით ელოდებიან ინტერნაციონალური პროექტის «Raas Leela»,-ს გამოსვლას, სადაც მისი პარტნიორები ფრანგი კინომსახიობი ემანუელ დივა და ტანიშა (კაჯოლის და) იქნებიან.
"მიუხედავად გადაღებების მჭიდრო გრაფიკისა, როცა გამომიჩნდება თავისუფალი დრო, ვუბრუნდები ჩემს პირველ საყვარელ პროფესიას, გავდივარ პოდიუმზე."- განაცხადა მუგდამ.
მუგდა გოდსე, ინდური კინოს ფესტივალზე. მის გვერდით რეჟისორი მადჰურ ბჰანდარკარი, უკანა რიგზე, ტელეარხ «Индия ТВ»-ს შეფრედაქტორი იური პადსტოლნიკოვი და კინომცოდნე იური კორჩაგოვი.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails