ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

понедельник, 5 октября 2009 г.

"ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი"- პირველი ქართული წიგნი ბოლივუდის ლეგენდის შესახებ

ბოლივუდის ცოცხალ ლეგენდად აღიარებულ მსახიობს თაყვანისმცემლები ნებისმიერი ასაკის ადამიანებს შორის ჰყავს. ის ერთნაირად უყვარს ძველი და ახალი თაობის ინდური კინოს მოყვარულთ. მსახიობის შესახებ ალბათ
მეტ-ნაკლებად ყველამ იცის უცხოური საიტებიდან თუ ინფორმაციის სხვა წყაროებიდან, მაგრამ ქართულ ენაზე მოწოდებული ინფორმაცია მსახიობის შესახებ თითქმის არ არსებობს არც პრესაში და არც ტელევიზიაში.
წიგნი - "ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი", რომლის ავტორიც ყველასათვის ცნობილი, ბ-ნი დათო ბეჟიტაშვილია, ქართულ ენაზე გამოცემული ერთადერთი წიგნია. აქამდე ბოლივუდის არცერთი მსახიობის შესახებ არ გამოცემულა მსგავსი წიგნი.

მასში თავმოყრილია უამრავი დეტალი მსახიობის პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის შესახებ და ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოდ არის მოწოდებული, რომ დარწმუნებული ვარ წიგნს ნებისმიერი სიამოვნებით წაიკითხავს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის, ამ ლეგენდარული მსახიობის თაყვანისმცემელი.
როგორც თავად წიგნის ავტორი წერს შესავალში: "ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ გახდებით ყველაზე ინფორმირებული ადამიანი ამიტაბჰ ბაჩანის შესახებ".
წიგნი საკმაოდ დიდი მოცულობისაა და ფასიც ყველასათვის ხელმისაწვდომია. იყიდება მხოლოდ მაღაზია "პლანეტა ბოლივუდში"

1 комментарий:

Анонимный комментирует...

es cigni chems megobars aqvs. aucileblad cavikitxav...

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails