ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

სასიყვარულო სამკუთხედები: ბობი დეოლი, ნილამი, პუჯა ბჰატი

ერთი ახალგაზრდული სიყვარულის ისტორია ბობი დეოლი კინოინდუსტრიაში მოვიდა როგორც დჰარმენდრას შვილი და სანი დეოლის უმცროსი ძმა.
მათი ოჯახი არის ტრადიციული პენჯაბური ოჯახი, სადაც მიღებული არ არის მშობლების საქციელის განსჯა. სანის თავის მხრივ არასოდეს განუსჯია მამა იმისათვის რომ მას ჰყავდა ჰემა მალინი. თავად სანის ჰყავდა დიმპლი... პარადოქსია რომ მიუხედავად სხვა ქალის არსებობისა ისინი მაინც ოჯახთან რჩებოდნენ რადგან ტრადიციული შეხედულებები მათ მიაჯაჭვავდნენ ოჯახზე, მაშინ როცა ბოლივუდი იტაცებდა მათ მრავალ მშვენიერ პარტნიორთან სამუშაოდ.
თავის დროზე ჰემა მიღებული იქნა როგორც დჰარმენდრას მეორე ცოლი, ხოლო დიმპლი როგორც სანის მეუღლე გარკვეული დროის მანძილზე.
უმცროსი დეოლი კი ცხოვრობდა ისე როგორც სურდა და უამრავი მეგობარი გოგონა ჰყავდა. დისკოტეკები, ღამის წვეულებები... მანამ სანამ არ შეხვდა ნილამს, კარგად აღზრდილ, მშვენიერ მსახიობ გოგონას, რომელიც იმ მომენტისათვის იშუშებდა გოვინდას მიერ მიყენებულ ჭრილობებს. ნილამისა და გოვინდას რომანი დასრულდა იმით რომ გოვინდა დაქორწინდა დედის მიერ არჩეულ ქალიშვილზე, სუნიტაზე.
ნილამმა ამოშალა გოვინდა თავისი ცხოვრებიდან, თუმცა ინტერვიუებში მის ლაფში ამოსვრას განაგრძობდა. ნილამმა შეწყვიტა მასთან გადაღებები და ეწეოდა ჩაკეტილ ცხოვრებას, მანამ სანამ მისმა მეგობარმა ფარამ (ფეროზ ქჰანის ქალიშვილი), ძალით არ დაიწყო მისი ტარება საღამოებზე. სწორედ ასე გაიცნო ნილამმა ბობი დეოლი, რომელიც იმ მომენტისათვის ფარას მეგობარი იყო.
იმ დღიდან ფარა მეორე პლანზე გადავიდა და ბობი ახლა ნილამმა გაიტაცა.
ლონდონიდან ახლახან დაბრუნებული ბობი საბოლოოდ გადაერთო გულგატეხილ, მინიატურულ მსახიობ ქალზე. როდესაც განაწყენებული ფარა პრესასთან საყვედურობდა ნილამს ღალატში, ნილამმა მას ჟურნალ "Stardust"-ის 1990 წლის სექტემბრის ნომერში ასე უპასუხა:
-არვიცი ფარა ასე რატომ ამბობს ჩემზე. მე არავისთვის მომიპარავს ბობი. ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ. მოგვიანებით ნილამი აღიარებს:
-კი, ჩვენ ვხვდებით, დავდივართ საღამოებზე, ვატარებთ დროს ერთად, მაგრამ განცალკევებით არასოდეს, ყოველთვის სხვების კამპანიაში. ის კარგი ადამიანია და დარწმუნებული ვარ კარგი მსახიობიც გახდება.
როდესაც მას ჰკითხეს გათხოვების შესახებ, მან უპასუხა რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში არ აპირებს ოჯახის შექმნას.
-არც ვიცი იქნება თუ არა ეს ადამიანი კინოინდუსტრიიდან, არ მინდა წინასწარ რაიმეს დაგეგმვა. თუ არ გავთხოვდები ოთხი წლის განმავლობაში კინოდან წავალ და ალბათ მამას დავეხმარები ბიზნესში. კინოინდუსტრიაში დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ, ეს ჩემი სტიქია არ არის.
მათი რომანი კიდევ უფრო და უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მათ ხედავდნენ ერთად მთელ ქალაქში. ბობი ჩნდებოდა კინოსტუდიებში სადაც იღებდნენ ნილამს. გვერდიდან ეს ჩანდა როგორც სურათი, სადაც ორი მშვენიერი ახალგაზრდა ტკბება სიყვარულითა და ცხოვრებით. სინამდვილეში ყველაფერი ასე ადვილად როდი იყო. ნილამი აფორიაქებული იყო. მას ჰქონდა მიზეზები ღელვისათვის. დაქორწინდებოდა თუ არა ბობი მასზე? შეძლებდა თუ არა ბობი დაქორწინებას თუ მამამისი არ მიიღებდა მას როგორც რძალს? ის ელოდებოდა ამ ურთიერთობის კულმინაციის გახსნას. მას სურდა პატიოსანი ურთიერთობა, სულის სიშვიდე.
როგორც ჩანს მას არ ეწერა ეს. მოულოდნელად საიდანღაც გამოჩნდა პუჯა ბჰატი და ბობიც გადაერთო მასზე.
ერთ-ერთ ინტერვიუში პუჯა ბჰატი აღიარებს:
-ჩემი ცხოვრება იყო უმნიშვნელო იმ დროისათვის. მხოლოდ ბობისთან შეხვედრის შემდეგ გახდა ის ღირებული. მან სიმშვიდე შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. მე გული მტკივა ნილამის საქციელზე. მან თქვა, რომ სწყინს არა ის, რომ ბობიმ მიატოვა, არამედ ის რომ პუჯა ბჰატის გამო მიატოვა. ეს ისე თქვა თითქოს მე ქუჩის ქალი ვიყო. მე ვიცი რომ ბობი და ნილამი დაშორდნენ მანამ, სანამ მე გამოვჩნდებოდი. მე არ დავიწყებ მათ განსჯას. მე ვიტყვი მხოლოდ ერთს, რაც ბობიმდე იყო ეს უმნიშვნელოა. ბობის გამოჩენით მე ემოციურად დავმშვიდდი.
1993 წელს უკვე ნილამმაც განაცხადა რომ ბობიმ და მან თავად მიიღეს დაშორების გადაწყვეტილება.
- მე მიხარია რომ ასე მოხდა. ჩემი ოჯახი კმაყოფილია. ბოლოსდაბოლოს მე შემიძლია გადავერთო ჩემი ცხოვრების სხვა საკითხებზე. მე მხოლოდ ახლა მივხვდი რომ არასოდეს ბედნიერი მასთან არ ვიქნებოდი.
ბობი და პუჯა რაღაც დროის მანძილზე იყვნენ ერთად, მანამ სანამ ბობის მამამ ხმა არ აიმაღლა. ის თავიდანვე პუჯას წინააღმდეგი იყო. როგორც დამჯერმა შვილმა ბობიმ დათმო და გარკვეული დროის შემდეგ ის მოულოდნელად დაქორწინდა ვინმე ტანიაზე, ვისთან ერთადაც დღესდღეობით ცხოვრობს ქორწინებაში.
ნილამი გათხოვდა რიში სეთჰიაზე, რომელმაც მისი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოიყვანა ცოლად.
პუჯა ბჰატი ცოლად გაჰყვა მუნიშ მაჰიჯას, ტელეწამყვანს, ბიზნესმენს, სასტუმროების ქსელის მფლობელს.
ბობი დეოლი
ნილამი კოტჰარი პუჯა ბჰატი

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails