ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 27 мая 2011 г.

ახალი თაობა ბოლივუდში

რანბირი და იმრანი უკვე ვარსკვლავებად იქცნენ და მაყურებელთა გულების დასაპყრობად ბოლივუდში ახალი თაობა, ეგრეთწოდებული "ვარსკვლავთა შვილები" წამოვიდა.
ახლა, როცა კჰანები (შაჰრუჰი და ამირი) გადავიდნენ "დამრიგებელთა" როლებში, ხოლო მათი შემდგომი თაობა უკვე ვარსკვლავებად იქცა, ბოლივუდის გადასაღები მოედანი ეთმობა გაცილებით ახალგაზრდა ვარსკვლავებს, რომელთა უმრავლესობა უკვე მზადაა კინოში დებიუტისათვის.
გადავავლოთ თვალი ახალგაზრდა სახეებს.

ალია ბჰატი


ალია მაჰეშ ბჰატისა და მსახიობ სონი რაზდანის ქალიშვილია.
ის ჯერ 17 წლისაა, თუმცა უკვე შედგება მისი დებიუტი ფილმში - ”Student Of The Year”, სიდჰარტ მალჰოტრასთან და ვარუნ დჰავანთან ერთად.

ფილმის პროდიუსერები არიან კარან ჯოჰარი და შაჰრუჰ კჰანი, შესაბამისად ფილმი "Dharma Productions"- ისა და "Red Chillies Entertainment" -ის გაერთიანებული ბანერით გამოვა.
ფილმში არც ისე დიდ როლებს შეასრულებენ შაჰრუჰ კჰანი და კაჯოლი.
ცნობილი გახდა, რომ ფილმი რაღაცით ჰგავს ცნობილ ჰიტს - ”Kuch Kuch Hota Hai”.

ფილმის გადაღებები დაიწყება ივნისში, თუმცა უკვე დაირხა ჭორი, რომ ალია ბჰატი ხვდება თავისი მომავალი ფილმის პარტნიორს ვარუნ დჰავანს.
ვარუნი რეჟისორ დევიდ დჰავანის ვაჟია.

ფოტოზე: ალია მამასთან - მაჰეშ ბჰატთან და პუჯა ბჰატთან ერთად


ზოია მორანი


პროდიუსერ კარინ მორანის ქალიშვილი, ზოი მორანი მზადაა თავისი დებიუტისათვის შაჰრუჰ კჰანის სტუდიის ახალ პროექტში “Always Kabhi Kabhi”, რომლის რეჟისორია როშან აბასი.
ახალბედა მსახიობს ადრეც უმუშავია ფილმის "OM SHANTI OM" გადაღებებისას რეჟისორ ფარა კჰანის ასისტენტად.

აჰანა დეოლი

აჰანა ჰემა მალინისა და დჰარმენდრას ქალიშვილი და იშა დეოლის დაა.
მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა დევ ანანდისა და კიდევ რამდენიმე რეჟისორის წინადადებაზე, ამჯერად როგორც იქნა თანხმობა განაცხადა და ითამაშებს აპარნა სენის ფილმში.
ცნობლია, რომ ფილმი წარმოადგენს რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის თანამედროვე ვერსიას. მისი პარტნიორი ფილმში იქნება პრატეიკ ბაბარი. ფილმის პროდიუსერი ჰემა მალინია.
აჰანას ადრეც უნდა ეთამაშა რეჟისორ ვიკრამადიტი მოტვანის ფილმში, მაგრამ ის პროექტი რაღაც დროის განმავლობაში გაყიულია.
ასევე ცნობილია, რომ აჰანა დაინტერესებული იყო რეჟისურით და სანჯაი ლილა ბჰანსალის ასისტენტიც იყო.
აქვე, ალბათ დაგაინტერესებთ ის ფაქტიც, რომ აჰანას სახელს უკვე ოთხი წელია უკავშირებენ ადიტია როი კაპურის სახელს (London Dreams, Action Replay, Guzaarish).

საჩი გაურავი

კუმარ გაურავის ქალიშვილი და სანჯაი დატის დისშვილი - საჩი მალე თავის დებიუტს გააკეთებს კინოში.
23 წლის დებიუტანტი მუშაობს მოდელად და დაკავებულია ტანსაცმლის დიზაინით. თუმცა გამუდმებით ოცნებობს ბოლივუდში კარიერაზე.

თუ კინოში კარიერა არ გამოდგება წარმატებული საჩი გეგმავს ისევ ტანსაცმლის დიზაინს დაუბრუნდეს.
ცნობისათვის საჩი აცმეს თავის ბიძას და ბიცოლას, სანჯაისა და პრია დატს.

აკშარა ჰასანი

აკშარა კამალ ჰასანისა და სარიკას უმცროსი ქალიშვილია.
მშობლებისა და უფროსი დის კვალზე ისიც მზადა მოსინჯოს საკუთარი ძალები როგორც მსახიობმა.
ვარაუდობდნენ, რომ აკსარა რეჟისორი გახდებოდა, რადგან ის იყო რეჟისორ რაჰულ დჰოლაკის ასისტენტი ერთ-ერთი ფილმის გადაღებებისას, რომელშიც დედამისი, სარიკა თამაშობს.
დამწყები მსახიობი ასევე წარმოადგენდა ინდოეთს, საბალეტო ცეკვების კონკურსზე და გეგმავს წარმოადგინოს ინდოეთი ოლიმპიურ თამაშებზე 2012 წელს.

ტაიგერ შროფი

ჯეკი შროფისა და აეშას შვილის ნამდვილი სახელი ჯაი ჰემანტია, თუმცა რატომღაც მას სურს რომ ტაიგერს ეძახდნენ.
ჭორების მიხედვით სუბჰაშ გჰაი, რომელმაც ჯეკი შროფს კინოში ასე ვთქვათ "საგზური" მისცა, ახლა მისი 19 წლის ვაჟის ტაიგერის დებიუტსაც განახორციელებს.
თუმცა არცერთი მხარე არ ადასტურებს ამ სიახლეს. თავად ტაიგერიც ამბობს რომ არ გეგმავს კინოში გადაღებას.
ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.

საქში ქჰანა


19 წლის საქშის, ვინოდ ქჰანასა და კავიტას შვილს, ყოველთვის უნდოდა კინოში გადაღება. ამისათვის ის წავიდა აშშ-ში სადაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა რეჟისურას. თუმცა პირველი სემესტრის დასრულებისთანავე მან ძალიან მოიწყინა სახლისაგან შორს და დაბრუნდა მუმბაიში.
არც ისე დიდი ხნის წინ მან დაამთავრა როშან ტანეჯის სამსახიობო კურსები.
საქში აღიარებს, რომ სურდა მსახიობობა მას შემდეგ, რაც 8 წლის ასაკში პირველად ითამაშა სკოლის სპექტაკლში.
ბოლივუდური სტანდარტების გათვალისწინებით საქშიმ ასევე შეისწავლა ცურვა, ცხენზე ჯდომა და საბრძოლო ხელოვნება.

როკი დეოლი

სანი დეოლი მზადაა კინოს სამყაროში გზა დაულოცოს თავის ვაჟს, კარანს, რომელსაც რატომღაც სახელად როკი აქვს არჩეული.
არც ისე დიდი ხნის წინ როკი შევიდა სტელა ადლერის სამსახიობო ხელოვნების სკოლაში, მუმბაიში. თავისი ვაჟის დებიუტის მომზადებისათვის სანი ელოდებოდა ფილმის ”Yamla Pagla Deewana” გამოსვლას. ასე რომ არავის არ გაუკვირდება როცა ძალიან მალე გამოცხადდება პრემიერა ფილმისა სადაც მთავარ როლს როკი შეასრულებს.

არჯუნ კაპური

პროდიუსერ ბონი კაპურისა და მისი პირველი მეუღლის, მონის ვაჟის - არჯუნის დებიუტი შედგება იაშ ჩოპრას ფილმში.
ადრე ბონის სურდა, რომ შვილს დებიუტი გაეკეთებინა პრაბჰუ დევის პროექტში, მაგრამ არჯუნმა მოულოდნელად მიიღო შემოთავაზება იაშისაგან და დათანხმდა კიდეც.
არჯუნი იყო იაშის ასისტენტი ფილმის "ნიუ-იორკი"-ს გადაღებებზე, ასევე ნიკჰილ ადვანის ასისტენტი ფილმების "გამარჯობა სიყვარულო" და "დადგება კი ხვალკინდელი დღე?"-ს გადაღებებისას.
ასევე იყო პროდიუსერი მამამისის რამდენიმე პროექტისა.

ტანუჯ ვირვანი

რატი აგნიზოტრის 23 წლის ვაჟი, ტანუჯ ვირვანიც მალე წარსდგება მაყურებლის წინაშე ჯო რაჯანის ჯერ კიდევ დაუსათაურებელი პროექტით.
ტანუჯმა დაამთავრა კიშორ ნამიტ კაპურის სამსახიობო ხელოვნების სკოლა და მოცემულ მომენტში სამ მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდება. სამივე ფილმში, რომელთა ხანგრძლივობა 15-20 წუთია, ის წარმოგვიდგება როგორც სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟიორი და ამასთან თავადაც ასრულებს მათში როლებს.
ტანუჯი მანამდე იყო რეჟისორ დევიდ დჰავანის ასისტენტი, ასევე მუშაობდა გადასაღებ მოედანზე ფილმების, "ჩაიფიქრე სურვილი" (რეჟისორი - გლენ ბარეტო) და "ცეკვის შანსი" (რეჟისორი - კენა გჰოშა) გადაღებებისას.
დებიუტი კი მისი უნდა შემდგარიყო რავი ჩოპრას ფილმში “Purani Jeans” ჟიზელ მონტეიროსთან ერთად, მაგრამ რავი ჩოპრას ჯანმრთელობასთან პრობლემების გამო ფილმი ჯერ კიდევ არ ჩაშვებულა წარმოებაში.

ვარუნ დჰავანი

რეჟისორ დევიდ დჰავანის ვაჟი, ვარუნი სიდჰარტ მალჰოტრასთან და ალია ბჰატთან ერთად, როგორც ზემოთ ავღნიშნე ითამაშებენ ფილმში "წლის სტუდენტი".
ვარუნი იყო კარან ჯოჰარის ასისტენტი ფილმის "ჩემი სახელია ქჰანი"-ს გადაღებებისას.

ვაიბჰავ ანანდი


მსახიობისა და რეჟისორის ვიჯაი ანანდის ვაჟის, ვაიბჰავის დებიუტი შედგება თავისი მამის სტუდიის პროექტში.
როგორც ცნობილია ფილმი იქნება ტრილერი, ვაიბჰავი, ანუ ვიბჰუ, როგორც მას შიბნაურულად უწოდებენ, თავად არის სცენარის ავტორი.
ის იყო ასისტენტი ისეთი რეჟისორებისა, როგორებიცაა, რავი ჩოპრა და სურაჯ ბარჯატია.

среда, 18 мая 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

სონალ ჩაუჰანი ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად ფილმში "Bbuddah"

2011 წელს სონალ ჩაუჰანი თავის მეორე ფილმს დაასრულებს მსახიობის ამპლუაში. ეს არის ფილმი სახელწოდებით "Bbuddah - Hoga Tera Baap", რომლის რეჟისორია პური ჯაგანადჰი. ფილმში მთავარ როლს ამიტაბჰ ბაჩანი თამაშობს. ასევე ვიხილავთ მსახიობ სონუ სიდს.

-მე ვიყავი პურის პირველი არჩევანი ფილმისათვის "Bbuddah", - გვიყვება მსახიობი,
- მე მას შევხვდი ჰაიდარაბადში და მან შემომთავაზა ეს როლი, თუმცა მანამდე მე ნამდვილად მინდოდა მასთან მუშაობა და ეს როგორც იქნა მოხდა. მე დამირეკეს მისი ოფისიდან და მითხრეს, რომ პურის სურს გამოგზავნოს ჩემთვის სცენარი და ასევე მას სურს ჩემთან ფილმზე საუბარი. დანარჩენი უკვე ისტორიაა. მე ვთამაშობ გოგონას, რომელიც სწავლობს კოლეჯში და მას გააჩნია თავისი აზრი და სტილი. მე გამიმართლა, რომ ჩემს მეორე ფილმში მე ვიმუშავებ ბ-ნ ამიტაბჰთან ერთად.
ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ფილმ "Jannat"-ის შემდეგ მე ვკარგავდი დროს რომ აღარ ვიღებდი ფილმებში, მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებ ამ ყველაფერს, ვფიქრობ გავაკეთე სწორი არჩევანი, არ მეთამაშა ფილმებში უბრალოდ ფულის გულისთვის. ამ ფილმში მე ვითამაშებ ბ-ნ ამიტაბჰთან და ვფიქრობ ღირდა ლოდინად.
ყოველთვის როცა ვხედავ ბ-ნ ამიტაბჰს, ვცდილობ ვუთხრა რაღაც, მაგრამ ვერ ვახერხებ. არ მეგონა თუ ასეთი რამ ვინმეს მიმართ დამემართებოდა. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს რომლებიც ნერვიულობენ და იბნევიან ადამიანთა გარემოცვაში, მაგრამ რა მემართება მის მიმართ არვიცი, მინდა ვკითხო რაღაც და ვმუნჯდები.
ფილმის გამოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აბჰიშეკი და აიშვარიაც იყვნენ. ისინი დიდხანს არ დარჩენილან რადგან გადაღებებზე მიდიოდნენ და მე ძალიან მცირე ურთიერთობა მქონდა აბჰიშეკთან, მაგრამ ვიცი, რომ ის ჯენტლმენია. აიშვარია მას მხარს უჭერს ყველაფერში და ეს პროფესიონალურია.
ყოველდღიურად მე ვსწავლობ რაღაც ახალს. აიშვარია გვიყვებოდა თავისი ფილმების "Raavan" და "Jodhaa Akbar"-ის გადაღებებზე. მოგვიყვა, რომ იყო ისეთი პერიოდები, როცა ძალიან ძნელი იყო გადაღებები, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი იღებდნენ მაინც და არ აქცევდნენ ყურადღებას ამინდის პირობებს. ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავ ვიღაცას ასე შეყვარებულს თავის სამუშაოზე.

ამიტაბჰ ბაჩანი ყოველთვის სხვადასხვა როლებს თამაშობს ფილმებში, მაგრამ ამ ფილმში მისი როლი რაღაც სხვაა ვიდრე ის, რასაც მანამდე თამაშობდა. მაყურებელს მოეწონება. ჩვენ მანამდე არ გვინახავს ასეთი ამიტაბჰ ბაჩანი ეკრანზე. ის ნამდვილად გაუწევს კონკურენციას ახალგაზრდა გმირებს რადგან დაუჯერებლად კარგად გამოიყურება.

ვიდია ბალანი ფილმში "Dum Maro Dum"

აქამდე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ვიდია ბალანი როჰან სიპის ფილმში "Dum Maro Dum", თუმცა დადასტურდა, რომ მსახიობი ნამდვილად მონაწილეობს ფილმში და ის აბიშეკ ბაჩანის გმირის მეუღლეს თამაშობს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვიდია არ იყო პირველი არჩევანი და თავიდან ეს როლი შესთავაზეს აიშვარია რაის. ამიტომ კითხვა რატომ შეიცვალა აიშვარია ვიდია ბალანით, ისევ აქტუალური რჩება.
როდესაც ჰკითხეს რეჟისორ როჰან სიპის ამ ფაქტის შესახებ, მან განაცხადა რომ ვიდია სიამოვნებით დათანხმდა ამ როლს.
შესაძლოა ვიდიასათვის როლის გადაცემა ერთი მხრივ კარგი გადაწყვეტილებაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ხიბლს, რომელიც მისსა და აბიშეკის გმირებს ჰქონდა ეკრანზე ფილმში "Paa". მსგავსი ჰიტი რეალურ წყვილს, აიშვარიასა და აბიშეკს არ ჰქონიათ. მათი ერთობლივი ფილმები "Dhai Akshar Prem Ke", "Kuch Naa Kaho", "Umrao Jaan" და "Raavan" რატომღაც ჩავარდა გაქირავებაში.

ახალი ფილმების გამოსვლის თარიღები

Yash Raj Films-ის სტუდიის ახალი ფილმის "Mere Brother Ki Dulhan" გამოსვლის თარიღი დადგინდა.
ფილმი ეკრანებზე გამოვა 2011 წლის 9 სექტემბერს. ფილმის პროდიუსერია ადიტია ჩოპრა, ხოლო ფილმში მთავარ როლებს კატრინა კეიფი, იმრან ქჰანი და ალი ზაფარი თამაშობენ.

ეს არის მუსიკალურ-რომანტიკული კომედია, რომელიც ემყარება ჩრდილოეთ ინდოეთში, ერთ საშუალო ფენის ოჯახში მომხდარ მოვლენებს. ერთი ძმის ჩამოსვლა მეორის ქორწილზე მთელ სიუჟეტს ამოაბრუნებს და ჩვენ მოწმენი გავხდებით ბევრი მხიარულების, რომანტიკის და რათქმაუნდა იმრანის გმირის სასიყვარულო სიუჟეტის სარძლოს მიმართ.
კიდევ ერთი ფილმის გამოსვლის თარიღის შესახებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც ჩაფიქრებული იყო რიმა კაგტის ფილმი "Delhi Belly", რომლის პროდიუსერია ამირ ქჰანი, შაჰრუჰის ფილმთან "Don-2"-თან ერთად არ გამოვა ეკრანებზე. ამირ ქჰანმა შეცვალა გეგმები და ფილმის პრემიერა გადაიდო. ფილმი, რომლის სახელიც ჯერ არ არის შერჩეული, 24 დეკემბერს უნდა გამოსულიყო "Don-2"-თან ერთად. ცხადია კონკურენცია უზარმაზარი იქნებოდა, რაც ასეთი მცირებიუჯეტიანი ფილმისათვის არ იქნებოდა ხელსაყრელი, ამიტომაც ფილმის პრემიერა გადაიდო მიუხედავად იმისა რომ ამირ ქჰანს ყველაფერი მზად ჰქონდა ფილმის გამოშვებისათვის.


პრიტი ზინტა დეოლებთან ერთად გამოჩნდება ახალ ფილმში

პრიტი ზინტა, რომელიც მაყურებელმა ბოლოს 2008 წლის ფილმში "Heroes" ნახა მაყურებელმა სამი დეოლის პარტნიორი იქნება ანილ შარმას ახალ ფილმში "Masters".
ამას წინანდელ ინტერვიუში პრიტიმ ახსენა, რომ მალე დაიწყებს მუშაობას ორ ბოლივუდურ ფილმზე. ერთ-ერთი მათგანი იქნება "Masters", მაღალბიუჯეტიანი 3D ტრილერი, რომლის ექშენ-სცენების დადგმისათვის მაღალპროფესიონალი სპეციალისტებია მოწვეული ჰოლივუდიდან.
ფილმში ასევე მოწვეულია პრიანკა ჩოპრა.

შესაძლოა ფილმში მეოთხე დეოლიც იქნას მიწვეული რადგან შარმა ასევე განიხილავს აბჰაი დეოლის კანდიდატურასაც ერთ-ერთ მთავარ როლზე.
დეოლების საოჯახო ფილმებში ( "Apne" (2007), "Ямала Pagla Deewana" (2011)) აბჰაი არ გადაუღიათ, ასე რომ შარმას ეს პროექტი ამ მხრივ პირველი იქნება.
ფილმის გადაღების შესახებ პირველად 2008 წლის დასაწყისში იყო ნახსენები ფილმ "Apne"-ს წარმატების შემდეგ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო პროექტი არ შედგა და დეოლები ფილმ "Yamla Pagla Deewana" -ს გადაღებებში ჩაერთო.
ამჯერად კონტრაქტები ხელმოწერილია და გადაღებები ლას-ვეგასში იგეგმება.

вторник, 10 мая 2011 г.

სიახლეები ბოლივუდიდან

ბიპაშა და ჯონი საბოლოოდ დაშორდნე

უარყოფს რა ახალი მამაკაცის გამოჩენას თავის ცხოვრებაში, ბიპაშა ბასუ, ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, რომელიც 15 წლის შემდეგ არასოდეს ყოფილა მარტო, ღიად გვიყვება იმის შესახებ, რომ სიყვარულს ვერ დაგეგმავ. ამჯერად მსახიობი, რომელიც 9 წლის მანძილზე ხვდებოდა ჯონ აბრაჰამს, მარტოა და ცხოვრებისეული ცვლილებებით ტკბება.
-მე ორმხრივი ურთიერთობა მქონდა მას შემდეგ, რაც გავხდი 15 წლის, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მე მხოლოდ სამ მამაკაცთან მქონდა რომანი და მარტო პირველად ვარ 17 წლის შემდეგ, - ყვება მსახიობი.
ბიპაშა, რომელიც ჯონ აბრაჰამამდე ხვდებოდა დინო მორეას ამჯერად ცხოვრების ამ ეტაპი
თ ტკბება და არ პასუხობს შეკითხვას, სანამდე გაგრძელდება მისი ეს სტატუსი?
-მე არანაირი განსაზღვრული გეგმა არა მაქვს. ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის შევხვდები შესაფერის ადამიანს.
თვეების წინ მსახიობი ჭორებით დააკავშირეს რა
ნა დაგუბატის, მის პარტნიორს ფილმში "Dum Maaro Dum", ასევე ჯოშ ჰარტნეტს, რომელიც თამაშობს მისი ცხოვრების სიყვარულს ჰოლივუდურ ფილმში "Singularity".
ბიპაშა აღიარებს, რომ როდესაც ვინმეს ხვდება ეს მშვენიერი გრძნობაა. "ერთხელაც დავმშვიდდები და ვიფიქრებ მეუღლესა და შვილზე, მაგრამ ამჯერად მე ამით არა ვარ დაინტერესებული". მსახიობი ამჯერად ცივ რუსეთში ფილმ "Players"- ის გადაღებებითაა დაკავებული. აბას-მუსტანის ეს პროექტი ჰოლივუდური ფილმის რიმეიქია და სუპერვარსკვლავების მთელ შემადგენლობას, აბიშეკ ბაჩანს, სონამ კაპურს, ნილ-ნიტინ მუკეშს, აფტაბ შივდასანს, ბობი დეოლს, ომი ვაიდიას და სიკანდერ ქჰერს აერთიანებს.
ბიპაშა ყვება, რომ როდესაც პირველად შედგა მისი დებიუტი ფილმში 2001 წელს, დარწმუნებული იყო, რომ ძალიან მალე, სადღაც 5 წელიწადში დაიღლებოდა მსახიობის კარიერისაგან. დღეს კი, თითქმის ათი წლის შემდეგ ის ამთავრებს მუშაობას თავის პირველ ჰოლივუდურ ფილმზე "Singularity", რომლის რეჟისორია როლანდ ჯოფე, ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ჯოშ ჰარტნეტი, ოლგა კურილენკო, აბჰაი დეოლი და ბევრი სხვა. მან არ იცის როგორ შეიცვლება მისი კარიერა ამ ფილმის შემდეგ, მაგრამ ბიპაშა დაჯერებით აცხადებს, რომ არ აპირებს ბოლივუდის დატოვებას.
-თუ ყველაფერი კარგად იქნება მე მივიღებ აღიარებას და პატივისცემას კინოსამყაროდან, რომელშიც მე ჯერ არ მიცნობენ. მაგრამ მე არ წავალ ბოლივუდიდან. "Singulaty" უზარმაზარი პროექტია - აცხადებს ბიპაშა და მადლობას გამოთქვამს თავისი მეგობრის, რეჟისორ ხირაზ მარფატიას მისამართით, რომელიც ამ ფილმის კონსულტანტიცაა და სწორედ მან წარუდგინა ის ფილმის რეჟისორს, რითაც მისცა ბიპაშას ჰოლივუდურ ფილმში დებიუტის გაკეთების შესაძლებლობა.
-მან უბრალოდ მითხრა რომ მე უნდა გამაცნოს როლანდი, ხოლო როცა გავიცანით ერთმანეთი მე წარმოდგენაც არ შეიძლებოდა მქონოდა რომ ის მომცემდა ტულაჯი ნაიკის როლს. ჩემი პერსონაჟი პრაქტიკულად მთელი ფილმის საფუძველია. ეს არის ჩემსა და ჯოშს შორის სიყვარულის ისტორია. "Singularity" - ეს არის ფილმი ორი ეპოქის შეჯახების შესახებ. ისტორიული ნაწილი გადაღებულია ავსტრალიაში და ინდოეთში. ფილმში ბიპაშა თამაშობს მეომარ გოგონას მარათხების სამეფოდან.

როგორც კი დაასრულებს მუშაობას ამ ორ პროექტზე, "Players"-სა და "Singularity"-ზე, ბიპაშა გვპირდება, რომ გამოაცხადებს თავისი ახალი პროექტის შესახებ. -ეს იქნება რომანტიკული კომედია ამბობს მსახიობი.

რიტიკი ბავშვთა კუმირია

სუპერვარსკვლავი შაჰრუჰ ქჰანი თვლის, რომ როცა საქმე ეხება ბავშების თვალში სუპერგმირობას, ვერავინ შეედრება რიტიკ როშანს. რაც შეეხება ეკრანზე გმირით აღფრთოვანებას შაჰრუჰი თვლის, რომ ბავშვები მისით კი არა რიტიკ როშანით არიან აღფრთოვანებულები. ფაქტიურად შაჰრუჰი აღიარებს რომ რიტიკი საუკეთესო კინოგმირია უეკეთესი ვიდრე თავად.
-ჩემი შვილებიც კი თვლიან რომ ეკრანზე ყველაზე ლამაზი გმირი რიტიკ როშანია. მათ ისე არ უყვართ ჩემი ყურება ეკრა
ნზე, როგორც რიტიკ როშანის - თქვა ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს გადაღებისას შაჰრუჰმა.
-მათი მეგობრებიც ასევე ბაძავენ რიტიკის რამდენიმე საცეკვაო ნომერს. ისინი უყურებენ რიტიკს და ცდილობენ დააკოპირონ მისი მისი საცეკვაო ნაბიჯები.

ასე რომ როცა საუბარია ჩემს სუპერგმირსა (მომავალ პროექტში Ra.One) და რიტიკის სუპერგმირის შესახებ რომელიც მან წარმოგვიდგინა პროექტში (Krrish), მე ვფიქრობ, რომ რიტიკი გაიმარჯვებს. ბავშვების უმრავლესობა აწევენ ხელს მაღლა მის სასარგებლოდ, - ამბობს შაჰრუჰი.
სანდო წყარო გვიამბობს, რომ შაჰრუჰმა თავის მეგობართან, კარანთან საუბრისას თქვა, რომ ის ზოგჯერ ეჭვიანობს რომ რიტიკმა შეძლო ასე მოეხიბლა ბავშვები როგორც სუპერგმირს.
ეს გმირობაა, რომელსაც მ
ან ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. მან ვერ გადააჭარბა რიტიკს ეკრანზე სუპერგმირის სტატუსით, თუმცა ცხადია დიდ იმედებს ამყარებს თავის ახალ გრანდიოზულ პროექტზე "Ra.One".

თავის მხრივ რიტიკ როშანიც ემზადება ფილმის "Krrish" მომდევნო სერიების გადასაღებად და ეს კიდევ ერთი კონკურენცია იქნება შაჰრუჰსა და რიტიკს შორის. ცოტა ხნის წინ ინტერნეტ საიტებზე გამოჩნდა სიახლეები შრიდევის ეკრანებზე დაბრუნების შესახებ და მეც მაშინვე დავწერე ამი შესახებ. გაირკვა, რომ მსახიობმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რეჟისორ გაური შინდესთან, რომელიც ცნობლილი ბალკის (რეჟისორი) მეუღლეა და რომლის დებიუტიც იქნება ეს ახალი პროექტი. გადაღებებისათვის მზადებისას მსახიობმა არა მხოლოდ იმუშავა თავის გარეგნობაზე, არამედ იზრუნა თავის ენობრივ შესაძლებლობებზეც. ის განაახლებს ჰინდის ენის ცოდნას. ასევე გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად მსახიობი ხმამაღლა კითხულობს სცენარს და როგორც ირკვევა ეს აუცილებელი ნაწილია ფილმის გადაღებების წინა პერიოდის. ის ფაქტი რომ მსახიობი დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდება ეკრანზე ორმაგად საინტერესო იქნება მოცემულ ფილმში რადგან სიუჟეტი ვითარდება სწორედ შრიდევის გმირის ირგვლივ და ფილმის შემქმნელებს სურთ, რომ მისი ყოველი მოძრაობა და დიალოგი იყოს იდეალური, სწორედ ამიტომაც მოითხოვეს მას გაევლო ჰინდის გაკვეთილები. წარმატებები ვუსურვოთ მსახიობს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ.

დჰარმენდრა "Phalke Ratna Award"-ის ჯილდოთი დააჯოლდოეს

წარსულის ვარსკვლავი დჰარმენდრა (ამჟამად 75 წლისაა) დაჯილდოვდა "Phalke Ratna Award"-ის ჯილდოთი. ეს არის დადასაჰებ პჰალკეს აკადემიის ყველაზე მაღალი პრემია. დჰარმენდრას ეს ჯილდო მიენიჭა ინდური კინემატოგრაფისადმი 50 წლიანი სამსახურისათვის.
მსახიობი ბოლოს მაყურებელმა ნახა ფილმში "Yamla Pagla Deewana", რომელსაც რატომღაც ვერ დავუთმე საჭირო ყურადღება საიტებზე. თუმცა გეტყვით რომ ეს ფილმი დღემდე სარგებლობს მაყურებელთა დიდი მოთხოვნით.

დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა მუმბაიში.
ამ წელს ჯილდოს მიღების რიგში დგას ასევე ბოლივუდის მსახიობი რანი მუქერჯიც. ის მიიღებს პრემიას ჟურნალისტის როლის საუკეთესო თამაშისათვის რაჯკუმარ გუფთას ფილმში "არავის მოუკლავს ჯესიკა".
ასევე პრიანკა ჩოპრა წარსდგენილია ჯილდოზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი თამაშისათვის ვიშალ ბჰარდვაჯის ფილმში "შვიდი პატიებული მკვლელობა". ამ ორი ფილმის შესახებ უამრავჯერ დავწერე საიტზებზე და მათი ნახვაც შეგიძლიათ ამავე საიტებზე.
ყველას მიერ აღიარებული წყვილი ყველას მიერ აღიარებული წყვილი ანუშკა შარმა და რანვირ სინგჰი, რომელიც მაყურებელმა ერთად იხილა ფილმში "Band Baaja Baaraat, დაჯილდოვდებიან ერთობლივი თამაშისათვის.

ასევე არბაზ ქჰანი მიიღებს ჯილდოს სადებიუტო პროდიუსერული ნამუშევრისათვის, რომელმაც მაყურებელთა და კინოკრიტიკოსთა მხრიდან კოლოსალური დადებითი შეფასება მიიღო და ჰიტად იქცა. საუბარია ფილმზე "Dabangg", რომელშიც სალმან ქჰანი და სონაქში სინჰა თამაშობენ მთავარ როლებს.

სალმანის ახალი ფილმის უცნაური გადაღებები

სამხრეთ მუმბაის მოედანზე ისტორიულ ძეგლთან, სადაც იღებდნენ სცენას ფილმისა "Bodyguard", სალმან ქჰანის მონაწილეობით უზარმაზარ ხალხის ბრბოში სალმანი სრულიად მარტო გამოჩნდა ყოველგვარი დაცვის გარეშე და რაც ყველაზე გასაკვირია მსახიობი ვერავინ შეიცნო. როგორ მოახერხა გადამღებმა ჯგუფმა ეს? საქმე იმაშია, რომ ფილმის ტექნიკოსებმა ფარული კამერები დააყენეს შნობების ზემოთ იმ რაიონში სადაც გადაღება მიმდინარეობდა. სცენა სადაც სალმანს იღებდნენ დაახლოებით 30 წამს მოიცავდა და შემდეგში მდგომარეობდა, სალმანი, რომელის მცველს თამაშობს უნდა გაჰყოლოდა უკან ქალს და შემდეგ შერეულიყო ხალხის მასაში.
ამ სცენის გადაღებისას მიწაზე არ იდგა არანაირი აღჭურვილობა და არანაირი დაცვის ზომები არ იყო მიღებული რათა არ მიექციათ ადამიანების ყურადღება. სალმანი უბრალოდ დადიოდა მათ შორის ჩვეულებრივ მცველის შესაბამისი კოსტიუმით და გადაღების დასრულების შემდეგ ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა.

მთელი გადამღები ჯგუფი ძალიან ნერვიულობდა ამ სცენის გადაღების გამო, რადგან არავიტარი უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა, ხალხის მასა კი უზარმაზარი იყო. ასეთ შემთხვევაში კი ცხადია ვარსკვლავის დამალვა ძალიან ძნელია. თუმცა გადაღებამ წარმატებით ჩაიარა.

ტუშარ კაპური და ამრიტა რაო სერიალში "მე გავიზარდე აქ"

ბოლივუდის ვარსკვლავები თავიანთ ფილმებს ხშირად უწევენ რეკლამას სხვადასხვა პოპულარული სატელევიზიო შოუებით. ხოლო თუ ფილმი და სერიალი გადაღებულია ერთიდაიგივე საპროდიუსერო კომპანიის ბაზაზე, მითუმეტეს. ტუშარ კაპური და ამრიტა რაო არიან მთავარი როლების შემსრულებელი კომპანია "Rajshri Productions"-ის ახალ პროექტში - "Love U…Mr.Kalaakar".

ამჯერად კი ისინი კიდევ ერთ პროექტში გამოჩნდებიან ერთად, ესაა სერიალი "მე აქ გავიზარდე", რომელიც იმავე კომპანია "Rajshri Productions"-ს ეკუთვნის.

воскресенье, 1 мая 2011 г.

ახალი, 2011 წლის ფილმები ბოლივუდიდან

2011 წელი ჯერ კიდევ წინაა და სავარაუდოდ ეს წელი მნიშვნელოვანი იქნება შაჰრუჰის, სალმანის, კატრინასა და პრიანკასათვის!
მე პირადად მოუთმენლად ველოდები დარჩენილ პრემიერებს!
მათ, ვინც იმედგაცრუებული დარჩა 2010 წლის ბოლივუდური ფილმებით, 2011 წელს სასაყვედურო ნამდვილად არაფერი ექნებათ. შაჰრუჰ ქჰანი, სალმან ქჰანი, კატრინა კეიფი, სალმან ქჰანი და პრიანკა ჩოპრა თაყვანისმცემლებისათვის ამ წელს დაუვიწყარს გახდიან.
გარდა ქჰანებისა წელიწადი მნიშვნელოვანი იქნება რიტიკ როშანისა და აქშაი კუმარისათვის.
რანბირ კაპურიც ახალ საფეხურზე ადის ფილმით "Rock-star", სადაც ის მომღერალსა და გიტარისტს თამაშობს.
ქალბატონებიდან მოვლენებით აღსავსე წელი ელოდება კატრინა კეიფს, ასევე პრიანკა ჩოპრას და კარინა კაპურს.
კიდევ ერთხელ გთავაზობთ ფილმების სიას, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ 2011 წელს.

"Ra.one"


უდავოდ, ფილმი, რომელსაც ყველაზე ძალიან ელოდება მაყურებელი, ესაა ფანტასტიკური პროექტი "RA.ONE", რომელშიც შაჰრუჰი სუპერგმირის სახით მოგვევლინება.

შაჰრუჰს იმედი აქვს რომ თავისი ამბიციური პროექტით ინდურ კინოში აღნიშნავს პირველ ეტაპს სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების ისტორიაში. ის ფილმში თავბრუდამხვევ ტრიუკებს ასრულებს.
ფილმში ასევე ვიხილავთ არჯუნ რამპალს, უარყოფითი პერსონაჟის როლში.
შაჰრუჰის გმირის შეყვარებულს კარინა კაპური თამაშობს.
ფილმის რეჟისორი არის ანუბჰავ სინჰი.
ფილმი საინტერესოა იმითაც, რომ მასში აკონის თაყვანისმცემლები ამ ფილმში მის სიმღერასაც მოისმენენ.
ფილმი 2011 წლის ოქტომბერში გამოვა ეკრანებზე.


Ready

ფილმის "უშიშარი" შემდეგ სალმან ქჰანი ეკრანებზე დაბრუნდება ანის ბაზმის კომედიურ ფილმში "ყოველთვის მზად ვარ", ასინთან ერთად.
ფილმი წარმოადგენს ამავე სახელწოდების 2008 წლის ტელუგუ ფილმის რიმეიქს და ეკრანებზე მაისში გამოვა.


Zindagi na milegi dobara

ფილმის სახელწოდება შერჩეულია ფიმღერიდან “Rock On!”. ზოი აჰტარი წარმოგვიდგენს, მისი, როგორც რეჟისორის მეორე ფილმს, რომელიც ხუთი მეგობრის ცხოვრებას ეხება. მათ როლებს რიტიკ როშანი, კატრინა კეიფი, ფარჰან აჰტარი, აბჰაი დეოლი და კალკი კოეჩლინი ასრულებენ. გადაღებები ესპანეთშიც მიდიოდა.
ფილმის გამოსვლას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.


"Dhobi ghat"

ამირ ქჰანი, რომელსაც ძალუძს გადააქციოს ოქროდ ყველაფერი რასაც შეხება, თითქმის წელიწადზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ იანვარში ბრუნდება ეკრანებზე თავისი მეუღლის, კირან რაოს სარეჟისორო დებიუტით, ფილმში, "მუმბაის დღიურები".
ფილმში ასევე მთავარ როლებს შეასრულებენ პრატეიკ ბაბარი, მონიკა დოგრა, კრიტი მალჰოტრა, კიტუ გიდვანი და ნაფისა ქჰანი.
ფილმი მოგვითხრობს მუმბაის ერთ-ერთი რაიონის ოთხი მცხოვრების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებიან, მათი ც
ხოვრება აღმოჩნდება რომ მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთს.

Dil Toh Baccha Hai Ji

მადჰურ ბჰანდარკარმა გადაწყვიტა სერიოზული კინოსათვის გვერდის ავლით გადაეღო მსუბუქი კომედია აჯაი დევგანის, შაზან პადამსის, ემრან ჰაშმის, შრუტი ჰასანის, ომ ვაიდიას და შრადჰა დასის მონაწილეობით.
ფილმი გვიყვება ოთხი მამაკაცის სიტორიას, რომელთაც სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ სუყვარულზე.


Patiala House

რეჟისორ ნიქჰილ ადვანის ფილმში " Patiala House" აქშაი კუმარი თამაშობს პენჯაბელი ახალგაზრდის როლს, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს ლონდონში. ნიჭიერ თავდამსხმელს ეძლევა შანსი ითამაშოს ინგლისის გუნდში, მაგრამ მამამისი (რიში კაპური) – თავისი ქვეყნის პატრიოტია და არ აძლევს შვილს უფლებას ითამაშოს ბრიტანელებისათვის. ფილმის გმირი აღმოჩნდება რთული არჩევანის ქვეშ ისევ განაგრძოს საქმიანობა ოჯახურ მაღაზიაში თუ გაყვეს თავის ოცნებას?
ფილმში ასევე მონაწილეობენ ანუშკა შარმა და დიმპლ კაპადია.


Don 2

მას შემდეგ რაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ფილმის "დონი" ახალი ვერსიის სიუჟეტში მოულოდნელი სვლებით, ფარჰან აჰტარი ამჯერად ფილმის გაგრძელებით - დონი 2 -ით შეეცდება მაყურებელთა გაკვირვებას. მეორე ნაწილშიც ასევე ვიხილავთ შაჰრუჰ ქჰანსა და პრიანკა ჩოპრას მთავარ როლებში. ასევე ფილმში მონაწილეობენ ლარა დატა და კუნალ კაპური. მოწვეული სტუმრის სტატუსით ფილმში რიტიკ როშანიც გამოჩნდება.
ფილმი განსაკუთრებით საინტერესოა შაჰრუჰ ქჰანის ფანებისათვის რადგან ამ ფილმში შაჰრუჰი თავად ასრულებს თავბრუდამხვევ ნახტომს ბერლინის მაღალი შენობიდან.


Agent vinod

საიფ-ალი ქჰანი და კარინა კაპური ისევ წარსდგებიან ერთად ეკრანზე რეჟისორ შრირამ რაგჰავანის ფილმში "აგენტი ვინოდი". ფილმი ბოევიკი ჯეიმს ბონდის ისტორიის მოტივებზეა აგებული. გადაღებები მაროკოსა და დუბაიში მიმდინარეობდა.

Game

ახალ ბოევიკში "თამაში" აბიშეკ ბაჩანი ასრულებს ნარკოტიკებით მოვაჭრის როლს, ხოლო კანგანა რანაუტი - მის კვალზე მდევარი პოლიციელის როლს.
მოდელი სარა

ჯეინ დიასი თამაშობს იდუმალ უცნობს, სახელად მაია.
ფილმის რეჟისორია აბჰინაი დეო.
ფილმის გადაღებები ხდებოდა სტამბულში, საბერძნეთში, ლონდონში, ტაილანდში და მუმბაიში.


Rock-star

იმთიაზ ალის ფილმში 'როკის ვარსკვლავი რანბირი სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს ქმნის და გიტარაზეც უკრავს. ამბობენ, რომ ფილმში რანბირის გმირის სახე გადაღებულია როკის ლეგენდის, ჯგუფ ‘The Doors’-ის ლიდერის, ჯიმი მორისონისაგან.
ფილმში შედგება მომხიბვლელი ნარგის ფაქჰრის დებიუტი.
ეკრანებზე ფილმი ივლისის თვეში გამოვა.


Mere Brother Ki Dulhan

სტუდია "იაშ რაჯ ფილმსის" წარმოებულ ფილმში იმრან ქჰანს შეუყვარდება თავისი ძმის რჩეული (ძმის როლს ალი ზაფარი განასახიერებს). ფილმში ორივე ძმისათვის სასურველ ქალიშვილს კატრინა კეიფი თამაშობს. ფილმის რეჟისორია დებიუტანტი ალი აბას ზაფარი.

Mausam

შაჰიდ კაპურის მამის, პანკაჯ კაპურის სარეჟისორო დებიუტში შაჰიდი პილოტის როლს თამაშობს.
წინასწარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფილმი მთავარი გმირის ცხოვრების 40 წელს მოიცავს და გამოსახავს სიყვარულის სხვადასხვა პერიოდებს. შაჰიდის შეყვარებულის როლს თამაშობს სონამ კაპური.

ეს ფილმიც 2011 წლის ივლისში გამოვა.

7 Khoon Maaf

რეჟისორ ვიშალ ბჰარდვაჯის ფილმებს მე პირადად ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ველოდებოდი ( "Kaminey" , "Omkara") და ამჯერად დიდი იყო ინტერესი მისი ახალი ფილმის, "შვიდი ქმარი - შვიდი პატიებული მკვლელობა"-ს მიმართ. ამ ფილმზე ძალიან ბევრჯერ დავწერე და კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, ვისაც არ უნახავს ფილმი, რომ ეკრანებზე გადმოტანილია რ. ბონდის რომანი, რომელიც მოგვითხრობს ქალის შესახებ, რომელმაც შვიდი ქმარი მოკლა.
ფილმში მთავარი როლი შეასრულა პრიანკა ჩოპრამ.

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails