ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 11 января 2012 г.

ბოლივუდური სიახლეები


დევიდ დჰავანი ფილმის ”Chashme Baddoor” რიმეიქს იღებს


დევიდ დჰავანმა მუშაობა დაიწყო 1981 წლის ჰიტის ”Chashme Baddoor” რიმეიქის გადაღებაზე და ეძებს ალტერნატიულ სახელწოდებას ფილმისათვის.
ეს არის სამი სტუდენტის ისტორია.
ფილმი - კომედია
”Chashme Baddoor”
თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო და დაკომპლექტებული იყო საკმაოდ საინტერესო ვარსკვლავებით.

ამჯერად ფილმში ანუპამ კჰერი ითამაშებს სამმაგ როლს, ხოლო რაც შეხება სამი სტუდენტის მთავარ როლებს, ფილმში ვიხილავთ პაკისტანელ პოპ-ვარსკვლავს და მსახიობს ალი ზაფარს, რომელიც ითამაშებს წინამორბედ ფილმში ფარუკ შეიჰის მიერ განსახიერებულ როლს. ასევე სამხრეთელი სიდჰარტ ნარაიანი, რომელიც განასახიერებს რავი ბასვანის მიერ ნათამაშებ პერსონაჟს.
დევიდ დჰავანი კარგა ხანს ეძებდა მესამე პერსონაჟისათვის შესაფერ სახეს, რომელსაც ძველ ვერსიაში რაკეშ ბედი განასახიერებდა.
რეჟისორის თქმით მას სჭირდებოდა სასაცილო და ამავე დროს ჭკვიანი სახე მესამე პერსონაჟისათვის და სწორედ ასეთ სახეს მიაკვლია. მესამე პერსონაჟს ფილმში ითამაშებს დივიენდუ შარმა, რომლის დებიუტიც შედგა ფილმში ”Pyaar Ka Punchnaama”.დივიენდუ შარმა დაიბადა 1983 წლის 19 ივნისს დელიში.

ამირ კჰანმა და კირან რაომ ახალშობილ შვილს აზად რაო კჰანი დაარქვეს


სოციალურ ქსელში, Facebook-ის გვერდზე ამირმა გამოქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაჟს დაარქვეს აზადი, ამირის დიდი ბაბუის ძმის, დამოუკიდებლობისათვის ლეგენდარული მებრძოლის მოლან აზადის პატივსაცემად.
-მივესალმები ყველას, მინდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდით ბავშვის სახელთან დაკავშირებით... მას ჰქვია აზადი. აზად რაო კჰანი. გადამწყვეტი სიტყვა სახელთან დაკავშირებით მე მივეცი კირანს და სწორედ მან შეურჩია ეს სახელი ბავშვს, იმ ადამიანის პატივსაცემად ვისაც ჩვენს ოჯახში პატივს სცემენ და ვისითაც ამაყობენ. აზადი - ნიშნავს თავისუფალს. ჩვენ მთელი გულით მადლობას ვუხდით ყველას მოლოცვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. ახლა ჩვენს ოჯახში პატარს მოვლინებით ჩვენი ბედნიერება უსაზღვროა. სიყვარულით - ამირი.
1 დეკემბერს ამირსა და მის მეუღლეს კირან რაოს ვაჟი შეეძინათ. როგორც ცნობილია წყვილმა სუროგატი დედა გამოიყენა შვილის გასაჩენად.

ტაბუ - ტომ კრუზის არჩევანი ბოლივუდში

კითხვაზე ინდური კინოს წარმომაგდენლებიდან ვის ანიჭებს უპირატესობას ჰოლივუდის ვარსკვლავი, ტომ კრუზი, მან არჩევანი ტაბუზე შეაჩერა.
ინფორმაციის თანახმად ტომს ძალიან უნდა ტაბუსთან შეხვედრა, რომელმაც ამჟამად მონაწილეობა მიიღო პროექტში ”Life of Pi”, რომლის რეჟისორია გამოჩელინი ჩინელი რეჟისორი ანგ ლი.
აღმოჩნდა რომ ტომ კრუზსაც ძალიან უნდა ამ რეჟისორის ფილმში თამაში და ის სიამოვნებით გაესაუბრებოდა ტაბუს ამ რეჟისორთან მუშაობისას მიღებულ გამოცდილებაზე.
ისინი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს ტომ კრუზის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე და საკმაოდ დიდხანს საუბრობდნენ.


დჰანუშის პირველი ბოლივუდური ფილმი და 2011 წლის ყველაზე რეიტინგული სიმღერა ”Why this Kolavari Kolavari Kolavari Di”


სამხრეთინდოელი მსახიობი დჰანუში (ნამდვილი სახელი - პრაბჰ კასტური რაჯან) აპირებს ბოლივუდში გადაიღოს თავისი პირველი ფილმი ჰინდის ენაზე. ფილმის სახელწოდება ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ამჟამად სცენარზე მიდის მუშაობა და როგორც პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია ამ ფილმში დჰანუში მთავარ როლზე რიტიკ როშანს იწვევს.
დჰანუში ცნობილი რეჟისორისა და პროდიუსერის კასტური რაჯას შვილია
მსახიობის ძმაც რეჟისორია, ხოლო მეუღლე - აიშვარია ასევე ცნობილი ვარსკვლავის რაჯნიკანტის უფროსი ქალიშვილია. დჰანუშსა და აიშარიას ჰყა
ვთ ორი შვილი - იატრა და ლინგა.
დჰანუში ეროვნული პრემიის ლაურეატია ტამილურ ფილმში ”Aadukalam”, როლისათვის. მისი ფილმოგრაფია მოიცავს ჩვიდმეტამდე ფილმს.
მსახიობმა ახლახან დაამთავრა მუშაობა ფილმზე ”3”, რომელიც მისი მეუღლის სადებიუტო რეჟისორული ნამუშევარია.
სიმღერა ”Why this Kolavari Kolavari Kolavari Di” დჰანუშის შესრულებით სწორედ ამ ფილმიდანაა და წინასწარ შლიაგერადაც იქცა.



იზაბელ აჯანის ჰინდი ფილმში გადაიღებენ


ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იზაბელ აჯანი ითამაშებს მთავარ როლს პრიტი ზინტას ოჯახურ პროექტში ”Ishkq in Paris”, ფილმის რეჟისორია პრემ რაჯი.
იზაბელი შეასრულებს მთხრობელის როლს ფილმში და სწორედ ის წარადგენს მაყურებლის წინაშე ფილმის გმირებსაც და პარიზსაც.
”Ishkq in Paris” - ეს არის სიყვარულის მძაფრი ისტორია რომელიც გადაღებული იქნება პარიზის მოდის სამყაროს ფონზე.
როდესაც იზაბელ აჯანი დათანხმდა როლზე, მან დაიწყო ჰინდის შესწავლა, ის ფილმში შერეული ჰინდითა და ფრანგულით ისაუბრებს. ამჯერად ის ენის აქცენტებზე მუშაობს.
ფილმის გადაღებები დეკემბერში დაიწყო.
თავის მხრივ პრიტი სწავლობს ფრანგულ ენას, რადგან მას ფილმში ფრანგულად მოუწევს საუბარი. მსახიობი ძალიან გახარებულია, რომ მან შეძლო დაეთანხმებინა იზაბელ აჯანი ამ როლზე:
-იზაბელს მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც შესანიშნავ მსახიობს და დაუჯერებლად ლამაზ ქალს, ამიტომ როდესაც შევხვდი მას თავს ვგრძნობდი, როგორც მისი ფანი. მისი დათანხმება ბოლივუდურ კომერციულ ფილმში სათამაშოდ ეს არის ოცნება რომელიც ცხადად მექცა, - ამბობს მსახიობი.

რეჟისორი, პრემ რაჯი ამბობს, რომ ის ბედნიერია ისეთ ქალთან მუშაობით, როგორიც იზაბელ აჯანია.
-იზაბელი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მსახიობთაგანია. ჩემთვის ეს რაღაც განსაკუთრებულია, ვიმუშაო დასავლეთის ერთ-ერთ უმშვენიერეს მსახიობთან. ეს ძალიან დიდი საქმეა, გარდა ამისა პირველად საერთაშორისო დონის მსახიობი ისაუბრებს ჩვენს ფილმში ჰინდის ენაზე.

აიშვარია და შაჰრუჰი ისევ ერთად გამოჩნდებიან სანჯაი ლილა ბჰანსალის ფილმში


უკვე ცნობილია, რომ ცნობილ რეჟისორს სანჯაი ლილა ბჰანსალის სურს, რომ მისმა საყვარელმა მსახიობმა, აიშვარია რაიმ მონაწილება მიიღოს მის ფილმში როგორც კი მზად იქნება ამისათვის.
თავის მხრივ აიშვარია რაიც ცდილობს რაც შეიძლება მალე ჩადგეს ფორმაში და გავრცელებული ინფორმაციით მან თანხმობა მისცა სანჯაის ფილმში მონაწილეობაზე.
ახლა უკვე ცნობილი ხდება, რომ ინფორმაცია რომელიც ადრე დავწერე და ვსაუბრობდი ბაჩანების რეზიდენციაში ”გასაიდუმლოებულ” მსჯელობას ფილმის შესახებ, ეხებოდა სწორედ ამ ფილმს. ეს არის პროექტი "Bajirao Mastani", ბჰანსალის დიდი ხნის ოცნების პროექტი, რომლის შესახებაც ის ჯერ კიდევ 2003 წელს საუბრობდა.
ბჰანსალის სურდა გაემეორებინა ფილმის ”Hum Dil De Chuke Sanam” მსახიობების ნაკრები, (სალმანი და აიშვარია), თუმცა ფილმში ამჯერად შაჰრუჰს შესთავაზეს მთავარი როლი.
ცნობილი გახდა რომ ბჰანსალი და შაჰრუჰიც შეხვდნენ და განიხილეს ეს პროექტი და შაჰრუჰიც ძალიან დაინტერესებულია განიხილოს ეს შემოთავაზება.
თუ ყველაფერი თანხმობით დასრულდება ეს ნამდვილი სიამოვნება იქნება ამ ორი მსახიობის ფანებისათვის, ნახონ მათი კუმირები ერთად ეკრანზე ისეთი მაგიური და ძვირადღირებული დეკორაციების ფონზე, როგორიც ახასიათებს ბჰანსალის ფილმებს.

პირველად ბოლივუდში

წაიკითხეთ და გაიგეთ ყველაფრის შესახებ რაც პირველად მოხდა ბოლივუდში.
მაშ ასე, პირველად -

შაჰრუჰ კჰანმა ითამაშა სუპერგმირი
ახალ პროექტში ”RA.ONE” შაჰრუჰმა პირველად ითამაშა სუპერგმირი. ეს ფილმი ბოლივუდის ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. ფილმის გმირის მხოლოდ კოსტიუმის ღირებულება, 10 მლნ რუპიას შეადგენს. კოსტიუმი ლოს-ანჯელესშია დამზადებული.
ფილმში მთავარ როლებს კარინა კაპური და არჯუმ რამპალიც თამაშობენ.

ფარა კჰანი ეკრანზე გადაინაცვლებს
46 წლის წარმატებული ქორეოგრაფი და რეჟისორი ცდილობს საკუთარი თავი მოსინჯოს როგორც მსახიობმა. ადრე მან ეპიზოდური როლი ერთხელ უკვე ითამაშა, თუმცა ამჯერად ფილმში რომლის რეჟისორიც სანჯაი ლილა ბჰანსალის დაა, ფარა მთავარ როლს ითამაშებს ბომან ირანისთან ერთად.
-როდესაც სანჯაიმ შემომთავაზა ეს როლი თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა, თუმცა მოგვიანებით, როცა მან მომიყვა სცენარის შესახებ მივხვდი, რომ სცენარი დაწერილი იყო სწორედ ჩემთვის. ამიტომაც მივეცი თანხმობა, - განაცხადა ფარა კჰანმა.

იმრან კჰანი საწოლის სცენაში გადაიღეს
მსახიობის იმიჯი შეიძლება ითქვას შეიცვალა და ამირ კჰანის პროდიუსერულ ფილმში ”Delhi Belly” მსახიობი თამამ სცენებში გვხვდება. 28 წლის მსახიობს პირველად ვნახავთ ამ ფილმში კოცნის სცენაში დებიუტანტ მსახიობთან პურნა ჯაგანათჰთან. და ეს ყველაფერი არ არის, მაყურებელი კიდევ უფრო დამაინტრიგებელ სცენას უნდა ელოდოს ამ ფილმში.

სალმან კჰანი ითამაშებს კომპანია იაშრაჯფილმზის პროექტში
ბოლივუდში თავისი კარიერის მანძილზე სალმანი 80-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, მაგრამ მისი ახალი ფილმი ”Ek Tha Tiger”, რომელშიც ის კატრინა კეიფთან ერთად თამაშობს იქნება მისი იაშრაჯფილმზის სტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი.
-ადიტია ჩოპრამ არაერთხელ შემომთავაზა როლი, მაგრამ მე პირველად ვიგრძენი, რომ რომ როლი შემეფერებოდა,- აღიარებს სალმანი.

რანბირი გადაიღეს საცეკვაო ნომერში ფილმში ”Chillar Party” პირველად, როგორც მოწყვეული სტუმარი.
მსახიობი ძალიან ღელავდა რადგან მისი სახე ამ საცეკვაო ნომერშიშთაგონებული იყო მამამისის, რიში კაპურის პერსონაჟის სახით ფილმიდან ”ამარ, აკბარ, ანტონი”, ამიტომ მსახიობი თავად მონაწილეობდა ვიდეოს გადაღებების და მონტაჟის კონცეფციის შემუშავებაში.

ასევე პირველად:

ანუშკა შარმამ ფილმისათვის ”Ladies vs. Ricky Bahl” ჩაიცვა ბიკინი;
პრიტი ზინტამ ითამაშა განგსტერი;
სანი დეოლის დებიუტი შედგა ტელევიზიაში;
მამა-შვილმა პანკაჯ და შაჰიდ კაპურებმა გაიყვეს ეკრანი ფილმში ”mausam".

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails